გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  მთავარი თემა
ვაჟა ფშაველას „მთის წყარო“
ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
სწავლების საფეხური
დაწყებითი VI კლასი.
მასწავლებლის სახელი და გვარი
ელისაბედ თანდილაშვილი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 29 მოსწავლეა. 1 მოსწავლე - ინანაშვილი ლუკა ჩართულია ინკლუზიურ პროგრამაში.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს ქართული ენის ლექსიკის შევსებასა და დახვეწაში, ხატოვანი ენით მეტყველებასა და წერაში, სხვადასხვა ხასიათის ტექსტის გაგება-გააზრებაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოსწავლემ შეძლოს ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გააქტიურება, სამეტყველო ლექსიკის შევსება პრაქტიკულად ენობრივი კომპეტენციების ფარგლებში. ჯგუფში მუშაობის, საპრეზენტაციო, მსჯელობის და აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარის განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შეფეგი
ქართ. VI.1 მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
მოსწავლე:
·         საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;
·         მეტყველების პროცესში თავისუფლად გადმოსცემს სხვის ნათქვამს.
ქართ VI.7 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება.
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს ტექსტის საკომუნიკაციო სიტუაციას (მიზანს, ავტორს, ადრესატს);
·         ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან;
·         ამოიცნობს და ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში არსებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას.
ქართ VI.11 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს ხატოვან გამონათქვამებს და მიზანმიმართულად იყენებს მათ;
·         თავისუფლად ჩაანაცვლებს უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს სინონიმური განმარტებებით;
·         ამოიცნობს სხვადასხვა მოდალობის(სურვილის, შესაძლებლობის) გამომხატველ სიტყვებს;
·         ამოიცნობს და განარჩევს: არსებით, ზედსართავ და რიცხვით სახელებს;
·         ამოიცნობს ზედსართავი სახელის ფუნქციებს და როლს და არჩევს ენობრივ საშუალებებს.
წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებს აქვთ შესაფერისი ლექსიკური მარაგი იმისათვის, რომ გაიაზრონ ტექსტი, არჩევენ: სინონიმებს, ომონიმებს და ანტონიმებს, ესმით ფრაზეოლოგიზმები და შეუძლიათ წინადადებებში მისი ამოცნობა; იციან ერთცნებიანი ორცნებიანი კომპოზიტები.
შეფასების საგანი და პროცედურები

მუშაობის ფორმა ჯგუფური, წყვილური. გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე, მთლიან მუშაობის პროცესზე დაკვირვებით. ასევე თვითშეფასებას (გასვლითი ბარათი).
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

დაფა, ცარცი, სახელმძღვანელოდან ტექსტი, კალამი, თაბახის ფურცლები, მარკერები, შუქნიშნის ფურცლები, დიდი ფორმატები, აქტივობის ბარათები და გასვლითი ბარათები.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვთილის ხანგრძლივობა 45 წთ
გაკვეთილის დასაწყისში დაფაზე ვწერ იმ აქტივობებს, რომლებსაც გამოვიყენებ.
·         საჩვენებელი წაკითხვა ტექსტის;
·         ტექსტზე ინდივიდუალური მუშაობა;
·         უცნობი სიტყვების ამოკრეფა, დაფაზე დაწერა და განმარტება;
·         სიტყვების დაჯგუფება კატეგორიების მიხედვით;
·         პრეზენტაცია ჯგუფების მიხედვით;
·         აქტივობის ბარათები წყვილებში;
·         ლექსიკური რუკა I (გასვლის ბარათი).
I ფაზა 5 წთ
მასწავლებლის შესავალი სიტყვა, რითაც მოხდება წინარე ცოდნის გააქტიურება:
1.       რით გამოირჩევა ადამიანი სხვა სულიერი არსებებისაგან?
2.       რა არის მეტყველება?
3.       როგორ გადმოსცემს ადამიანი აზრს?
4.       რა არის ლექსიკა?
5.       რას ნიშნავს სიტყვის ცოდნა?
6.       რისთვის არის საჭირო სიტყვების ცოდნა?
7.       როგორ უნდა გავიმდიდროთ ლექსიკა?
II ფაზა 30 წთ
ტექსტის საჩვენებელი წაკითხვა მასწავლებლის მიერ. 4 წთ.
უცნობი სიტყვების დაფაზე დაწერა.
მოსწავლეთა მიერ ტექსტის ინდივიდუალური წაკითხვა და დაკვირვება.
კონტექსტის დახმარებით უცნობი სიტყვების მნიშვნელობების ამოცნობა.
საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლის ჩარევა და მიხმარება. 4 წთ.
ფორმატზე მონიშნული საკვანძო სიტყვების კატეგორიების მიხედვით დაჯგუფება. 4 წთ.
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში და ურიგდებათ სამუშაო თაბახები.
I ჯგუფი მოცემული სიტყვებიდან იწერს არსებით სახელებს.
II ჯგუფი იწერს ზედსართავ სახელებს და უწყობენ სინონიმებს.
III ჯგუფი იწერს ზედსართავ სახელებს უწყობენ ანტონიმებს.
IV ჯგუფი იწერს კოპოზიტებს და ასხვავებენ ერთმანეთისგან შედგენილობის მიხედვით.
სამუშაოს დასრულების შემდეგ ხდება ჯგუფის წევრების მიერ პრეზენტაცია. 5 წთ.
შემდეგი აქტივობა ითვალისწინებს სამუშაოს. დაფაზე ვაკრავ ფორმატს, სადაც მხატვრული ტექსტიდან მონიშნულია კომპოზიტები და ფრაზეოლოგიზმები. ვიყენებ გამოსაძახებელ ჩხირებს და მოსწავლეები ასრულებენ მითითებულ დავალებას. ხსნიან კომპოზიტის თუ ფრაზეოლოგიზმის მნიშვნელობას და მათი გამოყენებით ადგენენ წინადადებებს. არჩევენ განსხვავებას კომპოზიტსა და ფრაზეოლოგიზმს შორის. 5 წთ.
მოსწავლეებს ურიგდებათ აქტივობის ბარათები, სადაც მითითებულია შესასრულებელი დავალება. მუშაობენ წყივლებში. 3 წთ.
ნამიშევრების პრეზენტაცია 5 წთ.
III ფაზა 10 წთ
მოსწავლეებს ურიგდებათ ლექსიკური რუკა I (გასვლის ბარათი). მუშაობენ ინდივიდუალურად და ავსებენ მას. გაკვეთილის დასრულების შემდეგ ათავსებენ მითითებულ ყუთში.



No comments:

Post a Comment